მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 11:19

18. რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“.19. რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.20. რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.
ებრაელთა მიმართ თავი 11
19. რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 49. „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი" (დაბ 25:19)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამიდან ისაკისკენ — მართალთა ცოლების უნაყოფობა (25:19-21):

...ი მოიღო"** (). შემდეგ კი, რათა ზედმიწევნით შევიტყოთ, თუ როგორ აღასრულა ეს ყოველივე მამამთავარმა რწმენითა და როგორ არ შეძრწუნდა სულით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მიცემული ბრძანება აღთქმის საწინააღმდეგო იყო, მოციქული ამბობს: „რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი" (). რას ნიშნავს „იგავით მოიყვანა"? ნიშნავს იმას, რომ ძე მსხვერპლად შესწირა და მტკიცე განზრახვა გამოავლინა, თავადაც გვირგვინის ღირსი გახდა და ძეც უკან დაიბრუნა, ხოლო მსხვერპლი ვერძის შეწირვით აღესრულა. ამ ყოველივეში ღმერთმა თავისი კაცთმოყვარეობის უპირატესობა გამოაჩინა და აჩვენა, რომ ეს ბრძანება არა ისაკის სიკვდილის სურვილით მისცა, არამედ მართლის მორჩილების გამოსაცდელად. ამრიგად, ვნახეთ მამამთავრის სათნოება, რომელიც ყოველ საქმეში ბრწყინავდა. ახლა ისაკის შესახებ თხრობას გადავხედავთ და ვნახავთ, როგორ ამჟღავნებდა იგიც ყველაფერში ღვთისმოსაობას. მოვისმინოთ, რას ამბობს თავად წერილი: „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ. და იყო ისაკ ორმეოცთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით... დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად" (დაბ 25:19–20).

შენიშნე, საყვარელო, საღვთო წერილის ზედმიწევნითობა...

სრულად ნახვა