მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 11:38

37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
ებრაელთა მიმართ თავი 11
38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.
ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ღმრთის შეუცნობლობა და კაცის ამაოება:

...და კიდევ სხვა ამბობს: „ხატად ღმრთისა შექმნა იგი“ (). რადგან მას მთელი ქმნილების ზედამხედველობაც ხვდა წილად.

არიან ზოგნი, რომელთა შესახებაც ითქვა: „რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე“ (). მაგრამ ის სიტყვები სათნოებას ეხება, როცა ვინმე მას გამოაჩენს; ხოლო „რა არს კაცი“ () ბუნებაზეა ნათქვამი. და მართლაც, ბუნებაც დიდია; დიდია, მაგრამ თუ იმ ცოდნას შეხედავ, რომლის ღირსიც გახდა, ამ ცოდნასთან შედარებით ბევრად ნაკლულია. ისმინონ მწვალებელთა შვილებმა: ისინი ისეთი მძვინვარებით მძვინვარებენ, რომ საკუთარ საზღვრებს გადადიან და უკიდურესი უმეცრებით არიან ავად, როცა ამტკიცებენ, თითქოს იციან ის, რაც მათზე აღმატებულია. რადგან შეიძლება უმეცრებაშიც იყოს ცოდნა და ცოდნაშიც იყოს უმეცრება; და თუ გნებავთ, ეს ხილულ საგნებზე განვიხილოთ. მითხარი, თუ ვინმე იტყვის, რომ ზღვის გაზომვა შეუძლია და იცის, რამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ უჴმს ქრისტეანესა საქმეთაცა კეთილთა მოგებაჲ:

...სა სრულსა და სხუათა მათ ყოველთა სათნოებათა. ესე არიან ცუარნი ნიავისა მის სანატრელისანი, რომელ მოვლენ ჩუენ ზედა, ოდეს შეურაცხ-ვყვნეთ ყოველნი საქმენი სოფლისანი და განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ცოდვათა უშუერებისაგან და ვიქმნეთ ქრისტეანე ჭეშმარიტ და მიმსგავსებულ წმიდათა მათ, „რომელთა სოფელი ესე ღირსვე არა იყო“. შეურაცხ-ყავნ კაცად-კაცადმან სოფელი, შეიყუარენ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე აღსრულებითა მცნებათა მისთაჲთა, რაჲთა აქაცა ბრწყინვალე იყოს სულითა და მერმესა მას საუკუნესა მიუთხრობელთა მათ მიემთხჳოს კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა