...1 კორ 13:9)? გაიაზრე, რამდენი რამ მოხდა, რათა ღმერთი შეგვეცნო — არა ის, თუ რა არის იგი არსებით, არამედ ის, რომ იგი არსებობს. სწორედ ამას ამბობს პავლეც: „რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს“ (). მთელი ქმნილება მას ქადაგებს — როგორც ამბობს: „რამეთუ ქმნილებათა სიდიდისა და მშვენიერებისაგან შესაბამისად შემოქმედი განიჭვრიტება“ ()3 — აგრეთვე თვით ადამიანის აგებულება, ღმერთისგან ბოძებული პატივნი, სასჯელნი, კეთილისმყოფლობანი, განგებულებანი, წინასწარმეტყველთა მიერ წინასწარ გამოცხადებული სიტყვები და სხვადასხვა სასწაულები. ამის შემდეგ მოვიდა თვით მხოლოდშობილი და აღასრულა ის საკვირველი და საკრძალავი განგებულება. და მაინც არიან ზოგნი, რომელთაც ჯერ ეს ცხადი რამეც ვერ უსწავლიათ; შენ კი ამბობ, რომ საკუთარი მსჯელობებით შეგიძლია ჩასწვდე, რა არის იგი არსებით?...
5. რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს.6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.7. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.
ებრაელთა მიმართ თავი 11