მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 11:7

6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.7. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდიოდა.
ებრაელთა მიმართ თავი 11
7. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.
საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ნოეს რწმენა და ადამის ხელმწიფების აღდგენა (7:16-19):

...ან ერთად, მწუხარე ცხოვრების კეთილგანწყობით ატანაშიც. ამიტომაც ნეტარი პავლე, მისი მოხსენიებისას, მისი შესაქებად, აღმოხდა: „სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოვე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ" (). ხედავ, როგორ ღვთისადმი რწმენამ, მტკიცე ღუზის მსგავსად, აიტანა იგი, რათა კიდობანიც აეშენებინა და მასში ცხოვრებაც გაეძლო? რწმენა გახდა მისთვის ცხონების საშუალებაც: „რომლითა, — ნათქვამია, — დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ". არა თუ თავად ნოემ დასაჯა (თავისი თანამედროვენი); არა, უფალმა დასაჯა ისინი (ნოესთან) შედარებით, რადგან მათ, ვისაც ყოველივე იგივე ჰქონდათ, რაც მართალს, მისი სათნოების გზით არ წასულან. ამრიგად, ნოემ თავისი რწმენით, რომელიც გამოიჩინა, დასაჯა ეს ადამიანები, რომლებმაც სრული ურწმუნოება გამოავლინეს: არ დაუჯერეს (წარღვნის) წინასწარმეტყველებას. მე კი, ყოველივე ამის მიუხედავად, განსაკუთრებით მიკვირს მართლის სათნოებაც და უფლის გამოუთქმელი სახიერება და კაცთმოყვარეობაც, როცა იმაზე ვფიქრობ, როგორ შეეძლო მას მხეცებს შორის ცხოვრება, ესე იგი, ლომებს, ავაზებს, დათვებს და სხვა ველურ და მოუთვ...

სრულად ნახვა