მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:16

15. ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.16. რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.17. რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.
ებრაელთა მიმართ თავი 12
16. რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უკანასკნელი ჟამები და ვერცხლისმოყვარება:

...ისავმაც კვლავ ძმა შეურაცხყო და ღმერთიც შეურაცხყო. ამიტომ ამბობდა ღმერთი: „იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე" (). ამიტომ პავლეც ამბობს: „ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ" (). იოსები ძმებმა შეურაცხყვეს და ღმერთიც შეურაცხყვეს. ისრაელიანებმა მოსე შეურაცხყვეს; ამიტომ ღმერთიც შეურაცხყვეს. ასევე ელის ძეებიც ხალხს შეურაცხყოფდნენ და ღმერთსაც შეურაცხყოფდნენ.

გსურს, საწინააღმდეგო მხრიდანაც იხილო? აბრაამმა ძმა დაინდო და ღმერთსაც დაემორჩილა; ეს ცხადია ძე ისაკის საქმეში გამოჩენილი მისი მორჩილებიდან და მთელი სხვა სათნოებიდანაც. კვლავ, აბელი ძმის მიმართ შემწყნარებელი იყო და ღმერთის მიმართაც მოწიწებული. ამიტომ ნუ შევურაცხყოფთ ერთმანეთს, რათა ღმერთის შეურაცხყოფაც არ ვისწავლოთ; პატივი ვცეთ ერთმანეთს, რათა ღმერთის პატივისცემაც ვისწავლოთ....

სრულად ნახვა