მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 12:17

16. რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.17. რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.18. რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,
ებრაელთა მიმართ თავი 12
17. რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.
ებრაელთა მიმართ თავი 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: სინანულისა ადგილი არა პოვა (12,17).:

თარგმანი: კურთხევისათჳს იტყჳს ისაკისა, რამეთუ ცრემლით ეძიებდა და ვერ პოვა. და არა თუ იტყჳს თუ: სინანული არა მოეცა; ნუ იყოფინ, რამეთუ საქმე იგი არა სინანულისაჲ იყო, ვითარცა-იგი მწუხარებაჲ კაენისი არა სინანულისათჳს იყო. ამისთჳსცა მოკლა ძმაჲ თჳსი. ეგრეთვე ესავის სიტყუანი არა სინანულისაგან იყვნეს, რამეთუ ყოვლითა გულითა ეძიებდა მოკლვასა იაკობისსა.

დაიწერა ესე ებისტოლჱ იტალიით ტიმოთეს მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის