მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებრაელთა მიმართ 6:18

17. ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს.18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,
ებრაელთა მიმართ თავი 6
18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“ (5,18-19).:

...იქმს წინააღმდგომსა მამისასა, არამედ: „ვერ ძალ-უცო ქმნად“? გარნა ამისთჳს, რაჲთა უმეტესი იგი ერთობაჲ გამოაჩინოს, რამეთუ არა თუ უძლურებასა სწამებს მას სიტყუაჲ ესე, არამედ უფროჲსად ძალსა ფრიადსა. და სხუასაცა ადგილსა იტყჳს პავლე მამისათჳს: „რაჲთა ორითა საქმითა შეუძრავითა, რომლითა ვერ შემძლებელ არს ცრუებად ღმერთი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ჩუენ უარ-ვყოთ, იგი სარწმუნოდ ჰგიეს, რამეთუ უარის-ყოფად თავისა თჳსისა ვერ შემძლებელ არს“. და არა თუ სიტყუანი ესე უძლურებასა წამებენ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა მიუთხრობელსა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ შეუწყნარებელი არს იგი ბუნებაჲ ესევითარისა რაჲსამე. ვითარმცა ვიტყოდეთ, თუ: შეუძლებელ არს, თუმცა უფალმან ცოდა, და არა თუ სიტყჳთა ამით უძლურებასა ვსწამებთ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა გამოუთქუმელსა აღვიარებთ, ეგრეთვე რაჟამს თქუას, თუ: „ვერ ძალმიც თავით ჩემით საქმჱ არცა ერთი რაჲ“, ამას იტყჳს, ვითარმედ: არა შესაძლებელ არს, არცა ეგების, არცა იქმნების, თუმცა ვქმენ რაჲ წინააღმდგომი მამისაჲ.

და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესრეთ არს სიტყუაჲ ესე, შემდგომნი იგი სიტყუანი ვიხილნეთ, თუ ვის ეწამების ქრისტე, ჩუენმიერთა ამათ სიტყუათა...

სრულად ნახვა