...მ დახშული იყოს, არამედ იმისთვის, რომ შესაფერის ჟამს გაიღოს. რადგან არის დრო, როცა დუმილი ლაპარაკზე მეტად გვარგებს, ისევე როგორც ლაპარაკი - დუმილზე მეტად. სწორედ ამიტომ ის ყოვლადბრძენი ამბობდა: „ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ“ (). მუდამ გაღებული რომ ყოფილიყო საჭირო, კარები არ გაჩნდებოდა; ხოლო მუდამ დაკეტილი რომ ყოფილიყო საჭირო, დაცვა საჭირო აღარ იქნებოდა. რადგან დაკეტილს ვინღა დაიცავს? მაგრამ სწორედ ამისთვის არის კარი და დაცვა, რათა ყოველივე შესაფერის ჟამს ვაკეთოთ.
სხვა კი ამბობს: „სასწორი და საწონი შეუქმენ შენს ენას“ ()5, და ამით უფრო დიდ სიზუსტეს მოითხოვს: არა მხოლოდ ის სიტყვები გამოვთქვათ, რომლებიც საჭიროა, არამედ, ასე ვთქვათ, სათანადო სიზუსტით ავწონოთ და გამოვიკვლიოთ კიდეც. თუ ამას ოქროზე ვაკეთებთ, თანაც წარმავალ ნივ...