თარგმანი: ვითარ-იგი ებრაელთა მიმართ დასწერს, ვითარმედ: "მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა" (), ეგრეთვე ეფესელთა ეტყჳს, ვითარმედ: ქრისტეს მიერ, ძისა ღმრთისა, გესმა თქუენ სიტყუაჲ; არღარა სახითი და იგავითი, არამედ საქმითი და ჭეშმარიტებითი; არცა ჰურიაებრ აჩრდილთა შინა შჯულისათა, არამედ დღესა შინა სახარებისა ამის ცხორებისასა, რომელი-ესე აცხოვნებს მორჩილთა მისთა.
ეფესელთა მიმართ 1:13
12. რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი;13. მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,14. რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად.
ეფესელთა მიმართ თავი 1