თარგმანი: რაჲთა არა, გესმოდის რაჲ მკუდრეთით აღდგინებაჲ, აღყვანებაჲ და დასუმაჲ, სხუად გუამად შეჰრაცხო გუამი იგი ჴორცთაჲ, და სხუად — გუამი სიტყჳსაჲ, ამისთჳს ერთგუამ არს ქრისტე, ორითა ბუნებითა — ღმრთეებისა და კაცებისაჲთა, და მთავარ და მფლობელ ყოვლისა; რამეთუ სიმაღლისათჳს ფლობისა მისისა თქუა მოციქულმან ყოვლისავე ყოფაჲ ქუეშე ფერჴთა მისთა.
21. ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც;22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
ეფესელთა მიმართ თავი 1