მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 1:4

3. კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში.4. ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით;5. თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით,
ეფესელთა მიმართ თავი 1
4. ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით;
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა (1,4).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "რომლისა მიერ გუაკურთხნა, მის მიერვე გამოგჳრჩინა", ხოლო "უწინარეს სოფლის დაბადებისა" ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ წინა მრავლით ჟამით პირველ სოფლის დაბადებისა განგებულ იყო განჩინებაჲ კაცთა ცხორებისაჲ, რომლისაჲ სრულიადი მიმთხუევაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს ესმას მარჯუენითთა მათ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა" ().

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის