თარგმანი: ამას ადგილსა უჩუენებს ეფესელთა, ვითარმედ ოდეს-იგი წარმართ იყვნეს, უდარეს ჰურიათა იყვნეს, და, დაღაცათუ მრავალთა კერპთა ღმრთად ხადოდეს, არამედ ამისთჳს უღმრთო იყვნეს, რამეთუ არცა ერთი მათგანი იყო ღმერთ. ხოლო ჰურიანი დაღაცათუ არა დაიცვიდეს ბრძანებათა შჯულისათა, არამედ ეგრეთცა შჯულსა ქუეშე იყვნეს და განჩინებული აქუნდა წესი მოქალაქობისაჲ, რომელი დადებულ იყო ისრაჱლისათჳს, რომელ არს გონებაჲ, მხედველი ღმრთისაჲ, და სასოებაჲ აქუნდა აღთქუმათაჲ, დაღაცათუ განვარდეს მათგან, რაჟამს არა შეიწყნარეს ქრისტე, წინა-მოსწავებული მათდა წიგნებითა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა, რომელთა უწყებასა ყოვლად უმეცარ იყვნეს წარმართნი.
ეფესელთა მიმართ 2:12
11. მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, -12. ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.13. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.
ეფესელთა მიმართ თავი 2