თარგმანი: რაოდენ ყოვლად შორიელობაჲ მათი წამა, ეგოდენ უფროჲს ძლიერებაჲ ქრისტესი ქადაგა, რომელმან-იგი ესოდენ შორიელნი ესოდენ მახლობელ ყვნა თჳსსა, რომელ მაშინ უმეტეს ჰურიათასა განშორებულნი წარმართნი, აწ უმახლობელეს ყოველთასა ყვნა პატიოსნითა მით სასყიდელითა სისხლთა თჳსთაჲთა გამომჴსნელმან უფალმან, რომელმან სული თჳსი დადვა მათთჳს. ხოლო აწინდელი ესე მახლობელობაჲ და შორიელობაჲ არა ადგილთათჳს ითქუმის, არამედ გონებათათჳს და მოქალაქობათა, რომლისათჳს ფრიად რაჲმე საკჳრველ არს განგებაჲ ღმრთისაჲ, ვითარ განვრდომილნი მოქალაქობისაგან ისრაჱლისა წარმართნი მახლობელ თავისა თჳსისა ყვნა, უმახლობელესობითა წესთა ამათ ახლისა შჯულისათაჲთა.
ეფესელთა მიმართ 2:13
12. ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.13. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.14. რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,
ეფესელთა მიმართ თავი 2