მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:15

14. რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,15. რომელმაც თავისი ხორცით განაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში,16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.
ეფესელთა მიმართ თავი 2
15. რომელმაც თავისი ხორცით განაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში,
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუვაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა (2,14-15).:

თარგმანი: მშჳდობა ჩუენდა ეწოდების ლოდსა მას თავსაკიდურთასა, შემკრებელსა ზეცისა და ქუეყანისათასა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან სისხლითა თჳსითა დაჰჴსნა შუაკედელი მტერობისაჲ, რომელი-იგი აქუნდა ანგელოზთა კაცთა მომართ; რამეთუ მიერ გარდასლვითგან მცნებისაჲთ საძაგელ უჩნდით ჩუენ, ვითარცა გარდამავალნი სამეუფოჲსა მცნებისანი; ხოლო ქრისტემან ჴორცითა მით თჳსითა აღასრულა ყოველივე ძუელი და ახალი, და ესრეთ, ჴორცთა მიერ თჳსთა საუფლოთა, რომელ ჩუენგან შეისხნა, საყუარელ ყო სიგლახაკე ესე ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათაჲ. ვინაჲცა აწინდელსა ამას ადგილსა თჳსაგან უმეტესი მადლობაჲ ქველისმოქმედებათა ღმრთისათაჲ წარმართთა ესწავების, ვითარ არა ხოლო ანგელოზთა, არამედ ჰურიათა შჯულისაგანცა მოძაგებულნი და განგდებულნი, არა ხოლო შეესწორნეს, არამედ ზეშთა წარჰჴდეს-ცა ჰურიათა კრებულსა სარწმუნოებითა ქრისტესითა. ესრეთ უკუე არა ხოლო ანგელოზთა და კაცთა, არამედ ჰურიათა და წარმართთა შორისცა დაჰჴსნა ქრისტემან შუაკედელი მტერობისაჲ საიდუმლოჲთა ჴორცთშესხმისა თჳსისაჲთა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა“ (10,16).:

...ად ჩემდა“ (10,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს, ვითარმედ ორნივე განბნეულნი იყვნეს და უმწყემსო, ვიდრემდე კეთილი იგი მწყემსი არა მოსრულ იყო, და მერმე მომავალსა მას ერთობასა მოასწავებს, ვითარმედ: „იყვნენ ერთ სამწყსო“ (10,16), ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ორივე იგი მოიგოს მას შინა ერთად ახლად კაცად“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი“ (10,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲ იყოს ამის სიტყჳსა უმდაბლჱსი, რომელ მეუფჱ ჩუენი ჩუენთჳს შეიყუარებოდა ამისთჳს, რამეთუ ჩუენთჳს მოკუდებოდა? ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ნუუკუე უწინარეს ამის ჟამისა არა უყუარდა იგი, არამედ აწ იწყებს მამაჲ სიყუარულსა მისსა, რამე-თუ ჩუენ ვართ მიზეზ მისისა შეყუარებისა? ჰხედავა, ვითარ იჴმარებს ამას სიმდაბლესა? ხოლო რაჲსათჳს თქუა ესე აქა? ვინაჲთგან „უცხოდ“ უწოდდეს მას და „მაცთურით“ ჰხადოდეს და ვნებად მათთჳს მოსრულსა, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ სხჳსა არარაჲსათჳს, არამედ ამისთჳს თანაგედვა სიყუარული ჩემი, რომელ ესრეთ მიყუართ, ვიდრეღა თქუენთჳს მოვკუდები, და ვინაჲთგან მე მიყუართ, მამასაცა ესრეთ უყუართ, რომელ თქუენთჳს სიკუდილისათჳს შემიყუარებს მე. კუალად ამასცა აჩუენებს, ვითარმედ არა უნებლიაჲთ მოვალს ს...

სრულად ნახვა