თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ეფესელთათჳს ოდენ თქუა მკუდარ ყოფაჲ ბრალითა, რაჲთა არა ჰრცხუენოდის მათ, ვითარმცა იგინი ხოლო იყვნეს ცოდვილ, ამისთჳს აწ თავსა თჳსსა და ყოველთა კაცთასა თანაშეჰრთავს, ვითარმედ: ზოგად ყოველნი, ცოდვასა და ჴორცთა ნებასა შინა მყოფნი, გამოჴსნილ ვართ ქრისტეს მიერ.
ეფესელთა მიმართ 2:3
2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი;3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრახვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;4. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,
ეფესელთა მიმართ თავი 2