თარგმანი: ესე უწყოდეს, ვითარმედ იყოს ნაწილად უფლისა ერი იაკობისგანი, და ვითარმედ მან აცხოვნოს ერი თჳსი ისრაჱლი; ესე წინაჲთვე ანგელოზმან ჰრქუა ქალწულსა. ხოლო ესე უცნაურ იყო, ვითარმედ ჰურიათა წილ წარმართნი მოიწოდებიან. ამისთჳს, რაჲ-იგი პირველ არა უწყოდეს, ამას აწ ისწავებენ ეკლესიისაგან, რამეთუ ხედვენ მას შინა დღითი-დღე შეძინებასა მრავალთესლთა წარმართთასა, რომელთა-იგი მოიყვანებს ღმერთი მოქცევად და სინანულად მრავალფერითა მით სიბრძნითა თჳსითა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, წინადადებისაებრ საუკუნეთაჲსა; ესე იგი არს, ვითარმედ წინა საუკუნეთა განსაზღვრებულ იყო ესე მის შორის. ხოლო აღსასრულსა ჟამთასა აღასრულა ქრისტეს მიერ. ჳკუმენისი: პირველ განკაცებისა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მარტივად გულისჴმა-იყოფებოდა ზეცისა ძალთაგან სიბრძნე ღმრთისაჲ, მხოლოდ ძლიერებით ოდენ წარმმართებელად და მოქმედად ყოვლისა; რამეთუ რომელმან-იგი მხოლოდ ნებებით ოდენ არს ყვნა არაარსნი, მხოლოდ ძლიერებით ოდენ იპყრობდა დაბადებულთა, და არარაჲ იხილვებოდა მის შორის მრავალფერობაჲ, არამედ ვითარცა მარტივ არს ბუნებაჲ მისი, ეგრეთ იხილვებოდა, და ვითარ იხილვებოდა, ეგრეთცა იყო. ხოლო...
ეფესელთა მიმართ 3:11
10. რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე,11. თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ,12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით.
ეფესელთა მიმართ თავი 3