პავლესი: რაჲთა ეუწყოს აწ მთავრობათა და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან (3,10).
თარგმანი: რამეთუ არცა ზეცისა ძალთა საიდუმლოჲ იგი, არამედ განგებულებითა ღმრთისაჲთა, რომელი იქმნა ეკლესიასა ზედა, ისწავეს მათ მიუთხრობელი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ, ხოლო გულსმოდგინებად (3,11). საუკუნეთა იტყჳს, ვითარ პირველ საუკუნეთა განგებულ იყო საქმჱ ესე ღმრთისა მიერ და აწ აღესრულა იგი ქრისტეს მიერ.
პავლესი: რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე (3,18).
თარგმანი: სივრცე არს ქრისტეს დაუსაბამობაჲ, სიგრძე — მიუწდომელობაჲ, სიღრმე — ვნებაჲ მისი და სიმაღლე — ამაღლებაჲ ზეცად.