თარგმანი: ვინაჲთგან კრულებათა შინა იყო, ოდეს ამას წერდა, ამისთჳს ითხოვს ეფესელთაგან, რაჲთა არა სირცხჳლ უჩნდენ მათ ჭირნი მოძღურისა მათისანი, რომელნი შეემთხუეოდეს მათ ძლით, მათდა მიმართ ქადაგებისათჳს სახარებისა. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თჳთ ესე, სირცხჳლ საგონებელი, უმეტეს დიდება არს თქუენდა, რაჟამს გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ ესოდენ შეგიყუარნა თქუენ ღმერთმან, რომელ ცხორებისა თქუენისათჳს სათნო-იყო ვნებად მიცემაჲ ძისა თჳსისაჲ და მოწაფეთა და მოციქულთა მისთაჲ.
12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით.13. ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება.14. სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე,
ეფესელთა მიმართ თავი 3