მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 3:12

11. თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ,12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით.13. ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება.
ეფესელთა მიმართ თავი 3
12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით.
თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისა მიერ მაქუს ჩუენ განცხადებულებაჲ და მოსლვაჲ სასოებით, სარწმუნოებითა მისითა (3,12).:

თარგმანი: ქრისტემან, რომლისა მიერ მამამან შექმნნა საუკუნენი, მის მიერ მომემადლების ჩუენ ნიჭი ესე, რომელი-იგი მიგჳყვანებს ჩუენ ღმრთისა მამისა, რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რომლისა მიერ მაქუს ჩუენ კადნიერებაჲ და მოსლვაჲ მინდობით სარწმუნოებითა მისითა. ესე იგი არს, ვითარმედ: არღარა ვითარცა ტყუეთა შიშით და ძრწოლით მიგჳყვანებს მამისა, რაჲთა მიგუჴადოს პატიჟი პირველ ქმნულთა ცოდვათაჲ, არამედ პირველად განგუამართლებს სარწმუნოებითა თჳსითა და განგუბანს ბიწისაგან პირველ ქმნულთა ბრალთაჲსა, სისხლითა მით ჩუენთჳს დათხეულითა, და ესრეთღა კადნიერებით მიგჳყვანებს მამისა, ვითარცა მინდობით გულპყრობილთა მის მიერ მიმთხუევისათჳს ნიჭთა და მადლთა სულისა წმიდისათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის