თარგმანი: იხილე, თუ ვითარსა ურიცხუებასა ნიჭთასა მლოცველ არს მათთჳს, რაჲთა ვითარ-იგი თავადი ღმერთი მდიდარ არს ყოველთა კეთილთა მიერ, ვითარცა თუალი და წყაროჲ კეთილთაჲ, ეგრეთვე მდიდარ ყვნეს მორწმუნენი სახელისა მისისანი, და ძლიერებით განმტკიცებულ ყვნეს დიდებულებითა მით ნიჭისა სულისა წმიდისაჲთა, რომელი-იგი ამისთჳს შინაგანსა კაცსა მიემადლების, რამეთუ გული შინაგანად კაცად სახელ-იდების, და "გულსა შინა მყოფობაჲ" — უმეტესისა მკჳდრობისა და არაოდეს მისგან მოკლებისათჳს ითქუმის, რამეთუ რომლისა შორის იგი მკჳდრ იყოს, მდიდარ ჰყოფს სარწმუნოებითა და განამტკიცებს, რაჲთა არა შეირყეოდის გარეთ კუეთებულთა განსაცდელთაგან.
ეფესელთა მიმართ 3:16
15. ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, -16. რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში,17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,
ეფესელთა მიმართ თავი 3