მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 3:19

18. რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -
ეფესელთა მიმართ თავი 3
19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.
თავი ე̂. ლოცვაჲ ეკლესიისათჳს, ძლიერებად და დიდებად ღმრთისა და სიყუარულად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა (3,19).:

თარგმანი: დაღაცათუ ზეშთა-გარდაემატების ყოველთა ცნობათა — საზომი იგი ქრისტეს ჩუენდა მომართ სიყუარულისაჲ, არამედ ვსცნობთ მას ესრეთ, რაჟამს ქრისტე მკჳდრ იქმნეს ჩუენ შორის და აღმავსნეს ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა, რომელ არს სარწმუნოებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, რაჲთა თაყუანისვსცემდეთ ერთღმრთეებასა სამგუამოვნებით, და სამგუამოვნებასა —ერთარსებით; და აღვივსნეთ უნაკლულოებითა ყოველთა სათნოებათაჲთა, რომლისათჳს ქრისტე გუეტყჳს, ვითარმედ "იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" ().

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის