თარგმანი: ვინაჲთგან მკჳდრობითა სულისაჲთა მკჳდრობასა ქრისტესსა აღუთქუამს, რამეთუ რომლისა შორის ერთმან წმიდისა სამებისაგანმან დაიმკჳდროს, მუნ მკჳდრ არიან ორნიცა იგი. და ესე მოგუენიჭების სარწმუნოებისა მიერცა, და კუალად საქმეთა მიერცა კეთილთა, რომელთა ძირ მტკიცე არს სიყუარული —საფუძველი იგი და დასაშენებელი ყოველთა სათნოებათაჲ. სიყუარულსა იტყჳს ღმრთისა და მოყუსისასა, რომლისადა შჯულნი და წინაჲსწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
ეფესელთა მიმართ 3:18
17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,18. რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.
ეფესელთა მიმართ თავი 3