თარგმანი: ყოველთა კეთილთა მიზეზისა დამბადებელისა ღმრთისა ეკლესიასა შინა გუამცნებს შეწირვად დიდებისმეტყუელებისა, რომელი-იგი ისწავა ეკლესიამან განჴორციელებითა ქრისტესითა, და ამას მოაწევს ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა მიუკუნისამდე; რამეთუ, რასა-ესე ჩუენ ვგალობთ ეკლესიასა შინა, იგივე მიიწევის ყოველთა ნათესავთა მიმართ; არა ხოლო აწინდელთა ამათ საუკუნეთა, არამედ მერმეთაცა და უკუნისამდე დაუსრულებელთა. ხოლო ესევე ლოცვაჲ კეთილ არს თხოვად ეკლესიისათჳსცა მორწმუნეთაჲსა, რაჲთა შეუცვალებელად იპყრას ქრისტეს მიერ სწავლული დიდებისმეტყუელებაჲ ღმრთისაჲ, და არაოდეს მისდრკეს მართლგამომეტყუელებისაგან მისისა უკუნისამდე ჟამთა.
ეფესელთა მიმართ 3:21
20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -21. დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ეფესელთა მიმართ თავი 3