თარგმანი: რაოდენ განადიდებს მსახურებასა თჳსსა, ეგოდენ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესოდენთა კეთილთა მომატყუებელ ექმნების კაცთა ჩემ მიერ ქადაგებული ესე სახარებაჲ ქრისტესი, რომლისა მსახურ ყოფად უღირს ვიყავ მე, არათუმცა მას მოემადლა იგი ჩემდა, ურიცხუებითა ნიჭთა თჳსთა სიმდიდრისაჲთა, რომლითა არა ხოლო სიტყჳთ ქადაგებაჲ, არამედ შეწევნაჲცა ძალისა მისისაჲ განამრავლა ჩემ შორის, რაჲთა რომელთამე სიტყჳთ და რომელთამე კურნებითა, ხოლო რომელთამე წყლვითა და სწავლითა ვარწმუნებდე ძალსა ძლიერებათა მისთასა.
ეფესელთა მიმართ 3:7
6. რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში;7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,
ეფესელთა მიმართ თავი 3