თარგმანი: იხილე ურიცხუებაჲ სიმდაბლისაჲ, ვითარ სხუასა ადგილსა არაღირსად იტყჳს თავსა თჳსსა სახელისა მისცა მოციქულებისა, ხოლო აქა — უმრწემესად ყოველთა წმიდათა, ნანდჳლვე წარჩინებული იგი შორის ყოველთა წმიდათა, რომელსა ესოდენ მაღალი მსახურებაჲ ერწმუნა, რაჲთა გულისჴმა-უყოს წარმართთა, ვითარმედ: უკუეთუ სიმდიდრე ოდენ ქრისტესი ყოვლად გამოუკულველ არს, რაოდენ უფროჲს —არსებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, რომლისა გამოძიებაჲ სრულიად უშჯულოება არს. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, არამედ სიმდიდრედ მისსა სახელდებულიცა ესე საიდუმლოჲ ჴორცთშესხმისაჲ ყოვლად გამოუკულეველ არს.
ეფესელთა მიმართ 3:8
7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით,
ეფესელთა მიმართ თავი 3