მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 3:9

8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით,10. რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე,
ეფესელთა მიმართ თავი 3
9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით,
თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსა მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რამეთუ ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ (3,9).:

თარგმანი: ამით სახითა იქმნების განათლებაჲ ყოველთაჲ, რაჟამს ეუწყოს, ვითარმედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთჳს ჴორცშესხმული ესე ძე, პირველ საუკუნეთა უჟამო და თანა-დაუსაბამო არს მამისა, რომლისა შორის ესეცა საიდუმლოდ მიერითგანვე წინა საუკუნითგან დაფარულ იყო, ვითარმედ მის მიერვე, რომლისა მიერ შექმნნა საუკუნენი, აწ მის მიერვე შექმნულთა კაცთა კუალად მის მიერვე მეორედ დაჰბადებს და წარმართთა ერ თჳსა ჰყოფს. ამისთჳს არა ხოლო ყოველივე მის მიერ იქმნა, არამედ თჳთ ესეცა საიდუმლოჲ მის მიერვე აწ განცხადებულ იქმნა, ვითარმედ თანა-დაუსაბამო არს იგი მამისა, რომელმან ჩუენთჳს მიიღო დასაბამი კაცებისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის