თარგმანი: ვინაჲთგან გარეშეთა მათთჳს წამა, ვითარმედ იჭჳთ და ტყუვილით ასწავებენ, ამისთჳს ჩუენთა ამათ ასწავებს, ვითარმედ უჴმს ჭეშმარიტ ყოფაჲ სიტყვთა და შჯულითა და მოქალაქობითა, რომლითა წარემართების სიყუარული, რამეთუ ზაკულებაჲ და მიმოცვალებაჲ სიტყუათაჲ დამჴსნელი არს სიყუარულისაჲ და მოქმედი სიძულილისაჲ, ხოლო რაჟამს ურთიერთას მოუზავნეთ სიტყუანი საქმეთა, და მართლმადიდებლობასა —ქონებაჲ მოქალაქობისა კეთილისაჲ, მაშინ შევიერთებით ჭეშმარიტებასა ზედა სიყუარულისასა, რაჟამს არა ბოროტებით რაჲმე იყოს სიყუარული ჩუენი, არამედ საღმრთოდ და ჭეშმარიტებით, რაჲთა ყოვლითურთ ქრისტეს მიმართ აღვორძნდებოდით და კეთილად ცხორებითა თავსა მას ჩუენ ყოველთასა შევეერთებოდით.
ეფესელთა მიმართ 4:15
14. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,15. არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,16. ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.
ეფესელთა მიმართ თავი 4