1.ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი.2.მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.3.ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა.4.ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით.5.ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება.6.ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.7.ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი.8.ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.9.მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?10.ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.11.მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.12.რათა სრულეყო წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,13.ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,14.რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,15.არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,16.ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.17.ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი.18.გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,19.გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.20.ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე,21.რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), -22.განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,23.განახლებულიყავით თქვენი გონების სულით24.და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.25.მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.26.მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.27.ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს.28.მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.29.ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილი შესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.30.ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.31.ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად.32.არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ მე კრული ესე უფლისა მიერ, რაჲთა ღირსად ხჳდოდით ჩინებისა მის, რომლითა იჩინენით (4,1).
თარგმანი: საკრველთა მიერ თჳსთა ჰლოცავს მათ, რომელნი-იგი მას ზედა-ესხნეს უფლისათჳს, ვითარცა დიდნი სიქადულნი და ლმობიერებად მომდრეკელნი ყოველთანი. ხოლო ჰლოცავს, რაჲთა შემსგავსებულად სახელისა მის, მათ ზედა წოდებულისა, იქცეოდინ, რომელ არს შვილებაჲ ღმრთისაჲ, და ასო ყოფაჲ ქრისტესი, თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსაჲ, და რაჲთა არარაჲ ყონ განმაგდებელი შვილებისაგან ღმრთისა და ასო-ყოფისაგან...
მოციქულისაჲ: ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან, ამაოებითა გონებისა მათისაჲთა (4,17).
თარგმანი: ჯერ-იყო არა ხოლო სწავლისა, არამედ შინებისაცა სიტყუათა თანა-შერთვად სიტყუასა ამას შინა მოძღურებისასა. ამისთჳს უწამებს მათ, ესე იგი არს, რამეთუ მოწამედ უფალსა შემოიყვანებს, უბრალო მყოფელად თავისა თჳსისა, ვითარმედ: "აჰა, წინაჲსწარ მითქუამს თქუენდა". ხოლო კუალად, რაჲთა არა დაუმძიმოს მათ მხილებაჲ, ამისთჳს არა ეტყჳს, ვითარმედ: "ნუღარა...
განვიხილოთ და განვმარტოთ, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სამოციქულო. თუმცა იგი არის მოკლე სიტყვებითა, გარნა არა აზრებითა. იგი იპყრობს თვის შორის მრავალთა მშვენიერთა, ღრმათა და სასარგებლოთა სწავლათა.
გლოცავ თქვენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რათა ღირსად ჰხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით. ეს არის პირველი მუხლი დღეს წაკითხულისა სამოციქულოისა.
აქ პირველად ჩვენ ის უნდა ავხსნათ, რისთვის ხმარობს პავლე მოციქული ამ სიტყვას:...
განიშორეთ თქვენგან პირველისა სვლისა თქვენისაძველი იგი კაცი, განხრწნილი გულის-თქმითა, მისებრსაცთურისა, და განახლდებოდეთ თქვენ სულითა მითგონებისა თქვენისათა (ეფესელთა 4; 22,23).
წმინდა მოციქული პავლე ხშირად განიმეორებს მიწერილთა მისგან წიგნთა შინა იმ დარიგებასა, რომელიც ახლა მოვიყვანეთ. იგი ხშირად არიგებს ქრისტიანეთა, რომ მათ უნდა განიშორონ, განიძარცვონ ძველი, განხრწნილი, გაფუჭებული კაცი და განახლდებოდენ სულითა და გულითა. დიდი ესე მარხვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, არის დღე...
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენ განვიზრახეთ განმარტება რაოდენთამე მუხლთა ეფესელთა მიმართ ეპისტოლესაგან. ეს მისთვის, რომელ მუხლნი, რომელთა განმარტება ჩვენ გვსურს დღეს, იპყრობენ თვის შორის ისრეთა სწავლათა, რომელნი თითქმის ყოველი ნაბიჯის გადადგმაზედ არიან სახმარნი და სასარგებლონი. და ესრედ, შეწევნითა ღვთისათა, შეუდგეთ უბნობასა.
ამისთვის განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყვასისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს...
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთს წარსულს კვირიაკეს ვიწყეთ ჩვენ განმარტება ერთისა ფრიად საჭიროისა და სასარგებლოისა სამოციქულოისა, რომელი იპყრობს თვის შორის სწავლასა და დარიგებასა, ყოველ დღეს და ყოველ წამს სახმარსა ჩვენთვის. გავაგრძელოთ ახლა ჩვენი განმარტება დანარჩენთა მუხლთა.
ჩვენ გავჩერდით მაშინ ოცდა მერვესა მუხლსა ზედა, რომელი არის შემდგომი: მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშურებოდენ და იქმოდნენ კეთილსა თვისთა ხელითა, რათა აქვნდეს...