თარგმანი: ჯერ-იყო არა ხოლო სწავლისა, არამედ შინებისაცა სიტყუათა თანა-შერთვად სიტყუასა ამას შინა მოძღურებისასა. ამისთჳს უწამებს მათ, ესე იგი არს, რამეთუ მოწამედ უფალსა შემოიყვანებს, უბრალო მყოფელად თავისა თჳსისა, ვითარმედ: "აჰა, წინაჲსწარ მითქუამს თქუენდა". ხოლო კუალად, რაჲთა არა დაუმძიმოს მათ მხილებაჲ, ამისთჳს არა ეტყჳს, ვითარმედ: "ნუღარა ხუალთ, ვითარ-იგი ხჳდოდეთ", არამედ: "ვითარ-იგი სხუანი წარმართნი ვლენანო, ვითარ ამაოთა საქმეთა შეუქცევია გონებაჲ მათი".
ეფესელთა მიმართ 4:17
16. ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი.18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
ეფესელთა მიმართ თავი 4