თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ, რომელი ბილწებისა და ცოდვისა საქმეთა ერეოდის, ესევითარი იგი, დაღაცათუ იტყოდის, ვითარმედ უცნობიეს მას ქრისტე, არამედ არცაღათუ ასმიეს მისთჳს; რამეთუ ესევითარნი საქმენი ცოდვისანი ყოვლად უცხო ჰყოფენ კაცსა მეცნიერებისაგან გზათა და სწავლათა, ქრისტეს მიმართ მიმყვანებელთაჲსა.
19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.20. ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე,21. რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), -
ეფესელთა მიმართ თავი 4