თარგმანი: სულად გონებისა სულსა წმიდასა უწოდს, რომელი-იგი მიეცემის ნათელღებულთა სამთავროსა შინა გონებისასა, და დღითი-დღე განახლდების ჩუენ შორის, რაჟამს სიწმიდითა გონებისაჲთა უსრულესად მოვიგოთ იგი და უმეტეს განვახლდეთ ჩუენ მის მიერ, რამეთუ სიძუელესა ცოდვათა მიერსა განვიძრცჳთ ემბაზითა; პირველად — წყლისაჲთა, და შემდგომად — ცრემლთაჲთა, რაჟამს შევამწიკულოთ ნათლისღებისაჲ იგი. და ესრეთ, დღითი-დღე შევიმოსთ ახალსა კაცსა, რაჟამს სიწმიდით და სიმართლით ვმოქალაქობდეთ, განშორებულნი ყოვლისაგან სიცრუვისა ცოდვათაჲსა.
ეფესელთა მიმართ 4:24
23. განახლებულიყავით თქვენი გონების სულით24. და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.25. მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
ეფესელთა მიმართ თავი 4