თარგმანი: სულად გონებისა სულსა წმიდასა უწოდს, რომელი-იგი მიეცემის ნათელღებულთა სამთავროსა შინა გონებისასა, და დღითი-დღე განახლდების ჩუენ შორის, რაჟამს სიწმიდითა გონებისაჲთა უსრულესად მოვიგოთ იგი და უმეტეს განვახლდეთ ჩუენ მის მიერ, რამეთუ სიძუელესა ცოდვათა მიერსა განვიძრცჳთ ემბაზითა; პირველად — წყლისაჲთა, და შემდგომად — ცრემლთაჲთა, რაჟამს შევამწიკულოთ ნათლისღებისაჲ იგი. და ესრეთ, დღითი-დღე შევიმოსთ ახალსა კაცსა, რაჟამს სიწმიდით და სიმართლით ვმოქალაქობდეთ, განშორებულნი ყოვლისაგან სიცრუვისა ცოდვათაჲსა.
ეფესელთა მიმართ 4:23
განიშორეთ თქვენგან პირველისა სვლისა თქვენისა ძველი იგი კაცი, განხრწნილი გულის-თქმითა, მისებრ საცთურისა, და განახლდებოდეთ თქვენ სულითა მით გონებისა თქვენისათა (ეფესელთა 4; 22,23).
წმინდა მოციქული პავლე ხშირად განიმეორებს მიწერილთა მისგან წიგნთა შინა იმ დარიგებასა, რომელიც ახლა მოვიყვანეთ. იგი ხშირად არიგებს ქრისტიანეთა, რომ მათ უნდა განიშორონ, განიძარცვონ ძველი, განხრწნილი, გაფუჭებული კაცი და განახლდებოდენ სულითა და გულითა. დიდი ესე მარხვა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, არის დღე ჭეშმარიტისა სულიერისა განახლებისა, ამისათვის ახლა არ იქნება უდროვო და უადგილო ვიფიქროთ: როგორ და რით უნდა განახლდეს კაცი სულიერად? გარნა, რომ უმჯობესად ავასრულოთ ეს საქმე, ცოტა შორითგან უნდა დავიწყოთ უბნობა. იქნება შენ, ძმაო, არ გაგიგონია, რომ კაცი მარად-ჟამს, ყოველ დღე იცვლება, ახლდება, არა თუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. კაცის გვამი, სხეული იზრდება, ესე იგი იცვლება და განახლდება ყოველთვის. ფორმა, ანუ გარეგანი სახე, შენება კაცის გვამისა ერთი და იგივე არის, გარნა, მასალა მისი: ძარღვი, ხორცი, სისხლი, ძვალი, იცვლება და ახლდება. რაც უვარგისი და...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის