თარგმანი: ამისთჳს ისწრაფა მოციქულმან, რაჲთა განყენებასა თანა ბოროტთაგან გუყვნეს მოქმედ კეთილისა, რამეთუ აჰა ეგერა გესმის დღისა მისთჳს საშჯელისა, ვითარ მარცხენით მდგომთა მათ არცა ერთი რაჲ ესმის ბრალობაჲ ბოროტის მოქმედებისათჳს, არამედ ამისთჳს ოდენ, რომელ არა ყვეს წყალობაჲ, წყევით წარივლინებიან ცეცხლად. ამისთჳს გუასწავებს, რაჲთა სიტკბოებაჲ წინა-აღუდგინოთ სიმწარესა, მოწყალებამ - მრისხანებასა, და მიმმადლებელობაჲ — ძჳრისჴსენებასა, რაჲთა, რომელი-იგი ღმერთმან მამამან მოგუმადლა ჩუენ სისხლთა მიერ ძისა თჳსისათა გამოჴსნაჲ ჩუენი ცოდვისაგან, მიტევებითა პირველთა ბრალთაჲთა, იგივე ჩუენ თჳთ მივჰმადლოთ თავთა თჳსთა, რომელ არიან მოყუასნი ჩუენნი, თავად ჩუენდა სახელდებულნი ურთიერთას ასოობისათჳს.
ეფესელთა მიმართ 4:32
... და კუალად იტყჳს: „კაცად-კაცადი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილსა ზედა აღსა-შენებელად“. და კუალად იტყჳს: „იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ“. ჰხედავა ქებასა ამას ძმათმოყუარებისასა? და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ: რომელნიმე სათნოვებანი ჩუენ შორის ოდენ დაადგრებიან, და რომელნიმე სხუათა მიმართცა მიიწევიან. ესე იგი არს, მარხვაჲ და მო-ღუაწებაჲ და ქალწულებაჲ და მსგავსნი ამათნი მოქმედთა ხოლო მათთა სარგებელ ეყოფვის, ხოლო მოწყალებაჲ და სიყუარული და სწავლაჲ და უცხოთმოყუარებაჲ და მსგავსნი ამათნი ჩუენცა სარგებელ გუეყოფვიან და ჩუენ მიერ სხუათა მიმართცა მიიწევიან, და ამისთჳს უაღრეს და უპატიოსნეს არიან.
ისმინე უკუე, ამის ჯერისათჳსცა რასა იტყჳს მოციქული: „შე-ღათუვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ სარგებელ არს ჩემდა“. ვთქუა სხუაჲცა უმეტესი სიტყუაჲ ჭეშმარიტი: გულისხმა-ვყვნეთ ორნი კაცნი: ერ-თი იგი იმარხევდინ და ილოცევდინ და აღსასრულსა წამებითაცა სრულ იქმენინ, ხოლო...