თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს საჴმარ იქმნა აღსლვაჲ, რამეთუ პირველად უეჭუელად გარდამოსრულ და შთასრულ იყო ქუესკნელთა ქუეყანისათა. ამისთჳსცა ითქუა შთასრულისაჲ კუალად აღსლვაჲ, რამეთუ აღსლვისა ესე სიტყუაჲ ზოგად შთასრულობასაცა მოასწავებს, ვინაჲთგან პირველი არს შთასლვაჲ და შემდგომი — აღმოსლვაჲ.
ეფესელთა მიმართ 4:9
8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.
ეფესელთა მიმართ თავი 4