მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:21

20. მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლი იესო ქრისტეს სახელით.21. ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
ეფესელთა მიმართ თავი 5
21. ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.
თავი ჱ̂. რაჲთა ღირსებით და სიწმიდით ვცხოვნდებოდით, და არა სიტყჳთ, არამედ საქმით ვამხილებდეთ სიბოროტესა და სულითა აღვივსებოდით, გალობითა და არა ღჳნითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა (5,21).:

თარგმანი: ვინაჲთგან არს მორჩილებაჲ ბოროტსაცა ზედა, ამისთჳს მისგან განყენებულთა გუამცნებს, რაჲთა ყოველსავე ესევითარსა ზედა ვერჩდეთ ურთიერთას, რომელი არა განმიყვანებდეს კეთილისაგან, რომელ არს მორჩილებაჲ მცნებათა და ბრძანებათა ქრისტესთაჲ, რომელთა გარდასლვისათჳს მოიწევის ჩუენ ზედა შიში და პატიჟი მცნებისა გარდამავალთაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის