1.მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.2.და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.3.ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ,4.არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება.5.რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში.6.არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე.7.ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.8.რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.9.ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში.10.გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს.11.ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,12.ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.13.ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,14.რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.15.მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.16.გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.17.ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.18.ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.19.ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.20.მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლი იესო ქრისტეს სახელით.21.ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.22.ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.23.რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.24.მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.25.ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,26.რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,27.და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.28.ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.29.ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას.30.რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.31.ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.32.დიდია ეს საიდუმლო, ხოლო მე ქრისტესა და ეკლესიაზე ვამბობ ამას.33.ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.
მოციქულისაჲ: ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან, ამაოებითა გონებისა მათისაჲთა (4,17).
თარგმანი: ჯერ-იყო არა ხოლო სწავლისა, არამედ შინებისაცა სიტყუათა თანა-შერთვად სიტყუასა ამას შინა მოძღურებისასა. ამისთჳს უწამებს მათ, ესე იგი არს, რამეთუ მოწამედ უფალსა შემოიყვანებს, უბრალო მყოფელად თავისა თჳსისა, ვითარმედ: "აჰა, წინაჲსწარ მითქუამს თქუენდა". ხოლო კუალად, რაჲთა არა დაუმძიმოს მათ მხილებაჲ, ამისთჳს არა ეტყჳს, ვითარმედ: "ნუღარა...
მოციქულისაჲ: ხოლო სიძვაჲ და ყოველი არაწმიდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნუცაღა სახელ-იდებინ თქუენ შორის, ვითარცა შუენის წმიდათა (5,3).
თარგმანი: ზემოსა მას თავსა შინა ჯეროვნად წარმოთქუა გულისწყრომისათჳს და რისხვისა, სიმწარისა და სხუათა მიმდგომთა მათთა, ხოლო აწ იტყჳს გულისთქუმისა მიერ შობილთათჳს, სიძვისა და არაწმიდებისა და ანგაჰრებისა, რამეთუ ესეცა დაღაცათუ არა გუამთა, არამედ საფასეთა ტრფიალ არს. ამათ ესევითართა სახელისდებისაგანცა განგუაყენებს, რამეთუ ჴსენებაჲ ოდენ მათი აღმამრღუეველ არს გონებისა....
მოციქულისაჲ: ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ (5,22-23).
თარგმანი: აწინდელი ესე "ვითარცაჲ" არა სწორებისაჲ არს, არამედ მსგავსებისაჲ, რამეთუ უფლისა მორჩილებაჲ უზეშთაეს გჳჴმს ქონებად, და არარაჲსა ჴორციელთა საქმეთაგანისა თანა სწორებად, ხოლო მისითა სახედ მოღებითა და მისთჳსვე, რამეთუ მას თავადსა ყოველივე მშჳიდობაჲ და წესიერებაჲ უყუარს, და არა-რაჲ არს სახლსა შინა ესრეთ წესიერებისა...
ვინც კარგად გასინჯავს ცხოვრებასა აწინდელთა ქრისტიანეთასა და კარგად წარმოიდგენს სულიერსა მათსა მდგომარეობასა, ნახავს, რომელ იგინი სრულიად არა თუ არ ფიქრობდენ, რა დიდი და ძნელი საქმე არის კეთილი ქრისტიანობრივი მოქალაქეობა, და რაოდენსა შრომასა და სიფრთხილესა მოითხოვს ჩვენგან აღსრულება სულიერისა მოვალეობისა ჩვენისა, არამედ ესრედ იფიქრებს კაცი, რომელ იგინი დარწმუნებულ იყვნენ, ვითომც ამაზედ უადვილესი...
რამეთუ, რა იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არსსიტყვადაცა. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგანგამოსცხადდების; რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ-არს(ეფეს. ე. იბ. იგ).
თუმცა საგანი იგი, რომელზედაც დღეს განვიზრახეთ უბნობა თქვენთანა, პირდაპირ არ შეეხება ჩვენსა სულიერსა მსახურებასა, გარნა ჩვენ მაინც გადავსწყვიტეთ ლაპარაკი მას ზედა, პირველად მისთვის, რომ ამ საგანზედ არი დამოკიდებული მშვიდობა, მყუდროება და ყოველი წარმატება ჩვენისა ამ სოფლად მოქალაქეობისა: მაშასადამე, მას აქვს დიდი...
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! გუშინა და დღესაც წირვის დაწყებადმდე, დიდხანს ვიყავი დაფიქრებული, რა სიტყვა გითხრათ დღეს, რა დარიგება მოგვცეთ, რა საგანი ავიღო დღეს თქვენდა დასამოძღვრად. მქადაგებელმან სიტყვისა ღვთისამან კარგი დაფიქრებით უნდა გამოარჩიოს, რომელი სიტყვა, საგანი უსაჭიროესია მსმენელთათვის. მან უფრო ხშირად და მტკიცედ უნდა ილაპარაკოს და მისცეს დარიგება იმ ცოდვის და ნაკლულევანებისათვის, იმ...
ყოველთა შორის ფრიად საჭიროთა და სასარგებლოთა დარიგებათა, რომელიც მოგვცა დღეს წმიდა მოციქულმა პავლემ, უსაჭიროესი, მეტადრე ჩვენი დროებისათვის, არის ეს: ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე; არამედ აღივსენით სულითა.
საუბედუროდ, სიმთვრალე ყოველთვის და ყოველთა ხალხთა შორის იყო; გარნა აწ, ამ ჩვენს დროებაში, იგი გავრცელდა და ვრცელდება მომეტებულად. ძვირად იპოვება აწინდელთა ქრისტიანეთა შორის კაცი, რომელი არ...
ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე; არამედ აღივსენითსულითა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა, დაშესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითათქვენითა უფალსა (ეფეს. 5, 18-19).
ამ სახედ გვასწავლის, ძმანო ქრისტიანენო, წმიდა მოციქული პავლე დღეს წაკითხულსა სამოციქულოსა შინა. ფრიად საჭირო არის, ყოველ დღე, ყოველი კაცისათვის, ახსოვდეს ეს დარიგება. ამისათვის, რომელ ამ სიტყვებში მოციქული პავლე აგვიხსნის ჩვენ, რა ნუგეში, ანუ რანაირი შექცევა არის კანონიერი და სასარგებლო...