თარგმანი: არათუ უდიდებულესად, არამედ უმახლობელესად სახედ მოიყვანა სიტყუაჲ, მოკსენებითა თჳსთა ჴორცთაჲთა, რამეთუ, ვითარცა-იგი ჩუენ მორწმუნენი ერთ ჴორც ვართ თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესსა, ეგრეთვე დედაკაცი ერთ ჴორც არს ქმრისა, მიერ სიტყჳთგან დაბადებისაჲთ, ვითარმედ: "ესე - ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი და ძუალი ძუალთა ჩემთაგანი" ().
27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას.
ეფესელთა მიმართ თავი 5