მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:27

26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.
ეფესელთა მიმართ თავი 5
27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ, არცა ნაოჭ ბრძჳლისაჲ, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, არამედ იყოს წმიდა და უბიწო (5,27).:

თარგმანი: ამას ყოველსა ქმართა სახედ მისცემს, რაჲთა ვითარ-იგი ქრისტემან არა იძია ეკლესიისაგან სიკეთე ჴორციელი, არამედ სულიერი, ეგრეთვე ესენი ნუ ტრფიალ არიან სიკეთესა ჴორცთასა, არამედ ამას ისწრაფდინ, რაჲთა გონებითა მშჳდ და მორჩილ და წესიერ იყვნენ ცოლნი მათნი, რამეთუ ამით შეიმკვების სახლი კაცისაჲ, რაჟამს საღმრთო და გონიერ იყოს ცოლი მისი და არარაჲ აქუნდეს არაწმიდებაჲ, შემაგინებელი საწოლისაჲ, არცა სილაღე და ცნობავნებულებაჲ, აღმაოჴრებელი სახლისაჲ; რამეთუ, ესენი თუ აქუნდენ, ვერარად ერგოს ქმნულკეთილობაჲ სახისაჲ, არამედ წესიერებაჲ და სახიერებაჲ სულისაჲ ჰყოფს მას არა ხოლო შუენიერ, არამედ სახელგანთქუმულცა და დიდებულ.

ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. დიდ სახლში ჭურჭელთა სხვადასხვაობა:

...ბობს ამას, არამედ მთელ ქვეყნიერებაზე. ნუ იფიქრებ, რომ ეკლესიას გულისხმობს; აქ მას არ სურს იყოს არც ერთი ჭურჭელი ხისა და არც კეცისა, არამედ ყოველივე ოქროსი და ვერცხლისა, სადაც ქრისტეს სხეულია, სადაც წმინდა ქალწულია, „რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა“ (). ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: ნუ შეგაძრწუნებს, რომ არსებობენ ბოროტი და უწმინდური ადამიანები; დიდ სახლშიც ხომ ასეთი ჭურჭლებია. მაშ რა? მაგრამ, ამბობს, ისინი ერთსა და იმავე პატივს არ იღებენ, არამედ, როგორც ნათქვამია, „რომელნიმე პატიოსნად და რომელნიმე უპატიოდ“ (). დიახ, ამბობს ვინმე, მაგრამ იქ მას გარკვეული დანიშნულება აქვს, ხოლო სამყაროს შემთხვევაში ასე სულაც არ არის. თუმცა არა ამგვარი მოქმედებისთვის, მაგრამ ღმერთი სწორედ მათ იყენებს სხვა საქმეებისთვის: მაგალითად, დიდებისმოყვარე ბევრს აშენებს, ასევე ანგარებიანი, ვაჭარი, წვრილი გამყიდველი და მთავარი; სამყაროში არის გარკვეული საქმეები, რომლებიც მათ...

სრულად ნახვა