თარგმანი: ვითარცა-იგი ჩუენსა ქრისტეს მიმართ ერთგუამობასა სახედ მოიღებს მეუღლეთა ერთგუამობისა, ეგრეთვე მათსა ერთჴორცობასა, ვითარ ცოლი გუერდისაგან ქმრისა მოღებულ იქმნა, — სახედ მოიღებს ჩუენისა ამის ქრისტეს შეერთებისა. და რაჲთა განცხადებულად დაამტკიცოს ერთგუამობაჲ ჩუენი მის თანა, არა კმა-იყოფს ჴორცთა მისთაგანობასა, არამედ ზედა-დაჰრთავს ძუალთა მისთაგანობასაცა. და უწყიან ესე მიმღებელთა საიდუმლოჲსათა, ვითარ ჴორცისა ჭამაჲ ითქუმის, ხოლო ძუალისაჲ არა-შემუსრვაჲ, რამეთუ მიერ ძუალით კუალად მეორედ აღმოვეგებით ჴორცითა, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა ესევე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, რამეთუ ქალწულისაგან შობითა იგი გუეზიარა ჩუენ, ხოლო მოღებითა წმიდათა საიდუმლოთაჲთა ჩუენ ვეზიარებით მას; და ვითარ-იგი შობაჲ მისი თჳნიერ მამაკაცისა იქმნა სულისა მიერ წმიდისა, ქალწულისა ჴორცთა შორის სრულიად მიღებითა ადამის გუამოვნებისაჲთა, ეგრეთვე ჩუენ სულისა მიერ წმიდისა მეორედ ვიშვებით საბანელსა შინა წმიდისა ემბაზისასა, და ყოვლად ერთ ჴორც და ერთსულ ვიქმნებით ქრისტეს თანა, ვჭამოთ რაჲ ჴორცი მისი. რამეთუ რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს მის...
ეფესელთა მიმართ 5:30
29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას.30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
ეფესელთა მიმართ თავი 5