თარგმანი: რაისა "ამისთჳს"? — არამედ მძჳნვარებისათჳს მტერთაჲსა ჯერ-არს გარე-მორტყმაჲ ყოვლად-საჭურველისა ღმრთისა მცნებათაჲსა, რომელნი-იგი მარცხენითთა და მარჯუენითთა დაცემათაგან განგუაკრძალებენ და წინა და უკუანა ყოფასა ვნებათა პირველობისა და შემდგომობისასა განგჳცხადებენ, და ორკერძოვე მარჯუენე გუყოფენ წინააღმდგომთა მიმართ. ამისთჳს ყოვლადსაჭურველ ეწოდების, ვითარცა ერთგუამთა და ყოვლითა საჴმარებითა აღსავსეთა, რამეთუ თითოეული მათი ურთიერთას შეწყობილ არს. ხოლო დღედ ბოროტად საწუთროჲსა ამის სიბოროტესა უწოდს, და ერთ-დღეობითა წუთ-ჟამობასა ამის ბრძოლისასა გჳჩუენებს, ვითარმედ საწუთროსა ამას თანა დაჴსნად არს წყობაჲ ეშმაკთა და ვნებათაჲ.
ეფესელთა მიმართ 6:13
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
ეფესელთა მიმართ თავი 6