თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა", ამისთჳს აწ ზედა-დაჰრთავს: "მებრვე ამისთჳს იღჳძებდით". რაჲსა "ამისთჳს"? — არამედ სულიერად ლოცვისათჳს, რომელი გჳჴმს ქმნად ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა, რაჲთა არა ცუდად გუეღჳძოს ამაოთა ზრახვათათჳს, არცა მრავლისმეტყუელ ვიყვნეთ ჴორციელისა რაჲსმე თხოვითა, არამედ ესოდენ სულიერ და ყოვლად საღმრთო არს-მცა თხოვაჲ იგი ჩუენი, რაჲთა წესიერ ვედრება იყოს და თხოვა ჯეროვნად საჴმარ; არა ხოლო თავთა ჩუენთა, არამედ ყოველთა წმიდათა და თჳთ პავლესსაცა, რომელმან უწყის, ვითარმედ ესევითარმან ლოცვამან დაჰჴსნნა საკრველნი პეტრესნი საპყრობილესა შინა, და რამეთუ აწ ესეცა კრულებათა შინა იყო, რაჟამს ამას წერდა.
ეფესელთა მიმართ 6:19
18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,19. ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო,20. რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს.
ეფესელთა მიმართ თავი 6