თარგმანი: რაოდენი რაჲ საჴმარ იყო შჯულთა და სწავლათათჳს, წერით მიუწერს, ხოლო თჳსისა მოქმედებისა ჰამბავსა — მივლინებულსა დაუტევებს თქუმად, რომლისა სიტყუაჲ სარწმუნო მათდა ყო შესხმათა მიერ თჳსთა, რამეთუ საყუარელი პავლესი და სარწმუნოჲ მსახური უფლისაჲ უეჭუელად მართლის მეტყუელ და უტყუველ ყოფად არს ყოველსა შინა.
ეფესელთა მიმართ 6:21
20. რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს.21. ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური,22. რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები.
ეფესელთა მიმართ თავი 6