მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:20

19. ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო,20. რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს.21. ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური,
ეფესელთა მიმართ თავი 6
20. რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს.
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად (6,20).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომლისათჳს-ესე ვიოხ ჯაჭუთა შინა. ესე იგი არს, ვითარმედ: სახარებისა ამისთჳს აღგძრავ თქუენ, კაცთა, ოხად მე, ჯაჭუთა შინა მყოფი ესე, რაჲთა ქადაგებასა მისსა შინა ჯეროვნად განვცხადნე და ღირსებით მიუთხრა იგი ჟამსა მას, ოდეს წარმომადგინონ სიტყჳსგებად მეფისა, რამეთუ აჰა ეგულების განკითხვად წარდგინებაჲ ჩემი, ჯაჭჳთა შეკრულისაჲ ამის.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის