თარგმანი: ამიერ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ კაცთმოთნებაჲ განაშორებს კაცსა მონებისაგან ქრისტესისა. ამისთჳს არა ხოლო თუალთა წინაშე უფალთასა, არამედ თჳსაგანცა, და არა ხოლო ბრძანებულისა, არამედ ყოვლისავე ძალისაებრისა მსახურებისა ქმნად ამცნებს, რაჲთა არა ხოლო სიტყუასა, არამედ გულისაცა ნებასა აღუსრულებდენ, და ამის ყოვლისა ქმნად არა იძულებით და მძლავრებით, არამედ ნებითაცა თჳთმფლობელითა, რამეთუ უფალსაცა ესრეთ ჰნებავს, რაჲთა ყოველსავე მსახურებასა მისსა და ურთიერთასსა თჳთმფლობელითა ნებითა იქმოდი6 კაცნი.
ეფესელთა მიმართ 6:7
6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.7. კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს.8. იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან.
ეფესელთა მიმართ თავი 6