მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:6

5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.7. კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს.
ეფესელთა მიმართ თავი 6
6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ თუალთა წინაშე თუალთ-ღებით მონებად, ვითარცა კაცთმოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად; გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა (6,6-7).:

თარგმანი: ამიერ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ კაცთმოთნებაჲ განაშორებს კაცსა მონებისაგან ქრისტესისა. ამისთჳს არა ხოლო თუალთა წინაშე უფალთასა, არამედ თჳსაგანცა, და არა ხოლო ბრძანებულისა, არამედ ყოვლისავე ძალისაებრისა მსახურებისა ქმნად ამცნებს, რაჲთა არა ხოლო სიტყუასა, არამედ გულისაცა ნებასა აღუსრულებდენ, და ამის ყოვლისა ქმნად არა იძულებით და მძლავრებით, არამედ ნებითაცა თჳთმფლობელითა, რამეთუ უფალსაცა ესრეთ ჰნებავს, რაჲთა ყოველსავე მსახურებასა მისსა და ურთიერთასსა თჳთმფლობელითა ნებითა იქმოდი6 კაცნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის