მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 11:2

1. ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს.2. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა.3. ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას.
ესაია თავი 11
2. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს მშვენიერება და ბაგეთა მადლი:

...იოან 1:16), ხოლო იმ ტაძარმა მთელი მადლი მიიღო. ამასვე აჩვენებდა ესაიაც, როცა ამბობდა: „და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა“ (). „სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი“ (). მაგრამ იქ მთელი მადლია, ადამიანებზე კი მხოლოდ მცირე რამ და წვეთი იმ მადლისაგან. ამიტომ არ თქვა: „სულს მივცემ“, არამედ: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორცსა“ ().

3. სულის მადლი და ქრისტეს სიტყვათა ძალა

და ეს მართლაც აღსრულდა. რადგან მთელმა ქვეყნიერებამ იმ სულისაგან მიიღო მადლი. რადგან ნიჭი პალესტინიდან დაიწყო, შემდეგ კი გავრცელდა ეგვიპტეში, ფინიკიაში, სირიელთა ქვეყანაში, კილიკიელთა მხარეში, ევფრატამდე, შუამდინარეთში, კაპადოკიელთა, გალატელთა, სკვითთა და თ...

სრულად ნახვა