მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 11:3

2. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა.3. ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას.4. სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს.
ესაია თავი 11
3. ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს მშვენიერება და ბაგეთა მადლი:

...ა ესაიაც, როცა ამბობდა: „და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა“ (). „სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი“ (). მაგრამ იქ მთელი მადლია, ადამიანებზე კი მხოლოდ მცირე რამ და წვეთი იმ მადლისაგან. ამიტომ არ თქვა: „სულს მივცემ“, არამედ: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორცსა“ ().

3. სულის მადლი და ქრისტეს სიტყვათა ძალა

და ეს მართლაც აღსრულდა. რადგან მთელმა ქვეყნიერებამ იმ სულისაგან მიიღო მადლი. რადგან ნიჭი პალესტინიდან დაიწყო, შემდეგ კი გავრცელდა ეგვიპტეში, ფინიკიაში, სირიელთა ქვეყანაში, კილიკიელთა მხარეში, ევფრატამდე, შუამდინარეთში, კაპადოკიელთა, გალატელთა, სკვითთა და თრაკიელთა მხარეებში, ელადაში, გალიაში, იტალიაში, მთელ ლიბიაში, ევროპაში, აზიაში და თვით ოკეანემდე....

სრულად ნახვა