მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესაია 2:5

4. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს.5. ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!6. მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან.
ესაია თავი 2
5. ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

სააღდგომო ეპისტოლე 1987 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი:

...იქნება.

„იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ“ (გამოცხადება 2,10), - გვმოძღვრავს უფალი.

კურთხეული ივერიის ღვთისსათნო შვილნო ღვთაებრივი სიყვარულით გამთბარი ერთხელ კიდევ გულითადად მოგილოცავთ ქრისტეს აღდგომის უბრწყინვალეს დღესასწაულს. „მოვედით, და ვიდოდით ნათელსა უფლისასა“ (), „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“.

მხოლოდ მისი მადლით მოსილნი მოვიპოვებთ ჭეშმარიტ ბედნიერებას, მხოლოდ მასშია ნამდვილი სიყვარული და სიხარული.

ქრისტე აღდგა!

ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !

პასექი ქრისტესი თბილისი, 1987 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II „ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

სრულად ნახვა