1.სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდაზე და იერუსალიმზე.2.უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას.3.დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.4.სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს.5.ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ!6.მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან.7.ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.8.ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა.9.დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ.10.კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას!11.დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!12.რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება.13.ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას,14.ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს,15.ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს,16.ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას.17.დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს.18.და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება.19.შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.20.იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა.21.რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.22.ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?
„სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა“ ().
1.
აქედან ცხადია, რომ წინასწარმეტყველებს ყველა წინასწარმეტყველება ერთბაშად არ უთქვამთ; არამედ სხვადასხვა დროს შთაგონებულნი გარკვეულ ნაწილებს აუწყებდნენ, რომლებიც შემდეგ ერთად შეიკრიბა და ერთ მთლიან წიგნად იქცა.ამიტომაც ასე იწყებს.მაგრამ ეს ჩვენთვის მხოლოდ აქედან...
1. წიგნი შობისა. - რატომ არ გამოიყენა აქ წმიდა მათემ მსგავსად წინასნარმეტყველთა "ხილვა" ან "სიტყვა" ნაცვლად შობისა? ისინი ხომ ასე წერდნენ: ხილვა, რომელი იხილა ესაია (), ან: სიტყვა, რომელი იყო ესაიასადმი (). გსურს გაიგო რატომ? წინასწარმეტყველები გულქვასა და ურჩ ხალხს მიმართავდნენ და იმიტომაც ამბობდნენ ეს საღმრთო ხილვა და ღმრთის სიტყვა არისო, რომ ხალხი შიშით მოკიდებოდა და მათი ნათქვამი აბუჩად არ აეგდო. მათე კი მორწმუნე, კეთილგონიერ და ამასთან დამჯერე ხალხს მიმართავდა და ამიტომ იმგვარს, რაც წინასწარმეტყველთა თქვეს, წინასწარ არაფერს ამბობს. სათქმელი სხვაც მაქვს: ის, რაც წინასწარმეტყველებმა იხილეს, გონებით იხილეს, სულიწმიდით წარმოისახეს და ამიტომაც უწოდებდნენ ხილვას, ხოლო მათემ ქრისტე გონებით კი არ იხილა და განჭვრიტა, არამედ გრძნობიერად იყო მასთან, გრძნობიერად უსმენდა და ხორციელად ჭვრეტდა. ამიტომაც არ თქვა: "ხილვა, რომელი ვიხილე", ან "წარმოსახვა", არამედწიგნი შობისა.
იესო. - სახელი "იესო" ბერძნული არ არის, არამედ ებრაულია და თარგმანში მაცხოვარს ნიშნავს, რამეთუ სიტყვით "იაო" ებრაელები ხსნას, ცხოვრებას გამოხატავენ.
...მიიღო დასაწყისი. იქიდან გამობრწყინდა ჯვარი; იქიდან — ურიცხვი დიდებული საქმე.ამიტომაც ესაია, ახალი აღთქმის სჯულის შესახებ რომ წერს, ამბობს: „რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით. და შჯიდეს შორის ნათესავთასა“ ().
რადგან აქ სიონად მთელ ადგილს მოიხსენიებს და მასთან მდებარე ქალაქსაც, იუდეველთა დედაქალაქს.იქიდან, როგორც სარბიელის საწყისი ზღუდიდან, მოციქულები, მარდი ცხენებივით, მთელ მსოფლიოსკენ გაეშვნენ; იქიდან დაიწყეს სასწაულთა ქმნა; იქ მოხდა აღდგომა, იქ — ამაღლება, იქ — ჩვენი ცხონების შესავალი და დასაწყისი; იქ დაიწყო გამოუთქმელ მოძღვრებათა ქადაგება.იქ პირველად გამოცხადდა მამა, შეიქნა ცნობილი მხოლოდშობილი და მიეცა სულიწმინდის ესოდენი მადლი.იქვე მოციქულები სიტყვას წარმართავდნენ უსხეულოთა, ნიჭების, ძალებისა და აღთქმის მომავალ სიკეთეთა შესახებ.ამ ყოველივეს გულისხმობდა წინასწარმეტყველი, როცა ყოველივე ამას მის მშვენიერებას უწოდებს....
...ლენათა ჭეშმარიტებას დაინახავ. რადგან აქედან გავრცელდა ზეიმი ყველგან, მთელ სამყაროში; აქედან — მხიარულება და სიხარული; აქედან — სიბრძნისმოყვარეობის წყაროები; აქ ჯვარს ეცვა ქრისტე და აქედან გამოვიდნენ მოციქულები: „რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით“ (); და ამ სიხარულსაც უკვდავი ფესვები აქვს.
„მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოსანი“ ().სხვა ამბობს: „სიონის მთები, ჩრდილოეთის თეძოები“.ებრაული კი ასეა: „არ სიონ იერხთი საფუნ“.რის გამო, მითხარი, ახლა ჩრდილოეთს იხსენიებს და ადგილის მდებარეობას გვიჩვენებს?იმიტომ, რომ, როცა ბარბაროსები ესხმოდნენ თავს, მათ წინააღმდეგ ომი გამუდმებით იქიდან ღვივდებოდა; წინასწარმეტყველებიც გამუდმებით ამას ამბობენ: მტერს ჩრდილოეთიდან მომავალად მოიხსენიებენ და იქიდან ანთებულ ქვაბს აღწერენ; რადგან სპარსელთა ქვეყანა პალესტინის მიმართ ასე მდებარეობს.ამიტომ, მომხდარით გაკვირვებულმა, ე...