...ია მწუხარება არა მარტო ახლობლებისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც. ვისაც მოისურვებს გახსენება, დაინახავს, რომ ყველა მათგანი ასეთ თანალმობას იჩენდა. ასე, მოისმენს, რომ ესაია ამბობს: «ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა» (); იერემია: «ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ?» (); ეზეკიელი: «ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა» (); რომ დანიელი ტირის და ამბობს: არარაობამდე დაგვიყვანეს ყველა ხალხში; ამოსი: «შეინანე, უფალო, ამას ზედა» (); ამბაკუმი: «რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი», და სხვა ადგილას: «და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა» (); მოისმენს ასევე, რომ უნეტარესი მოსეც ამბობს: «უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე» (); იგივე, როცა ღმერთმა აღუთქვა, მრავალრიცხოვანი ხალხის ბელადად გახდომა და უთხრა: **«და აწ მიტევე მე... და აღვჴოცნე იგინ...
ესაია 22:4
3. შენი მთავრები, ყველანი ერთად, მშვილდს გაექცნენ, ყველა შენი მოძიებული შებორკილია, ყველა შორს გაქცეული შებორკილია!4. ამიტომ ვთქვი: დამეხსენით, ტირილით გავმწარდები! არ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო.5. რადგან ზრიალის, დგრიალის და ფორიაქის დღე ხილვის ხეობაში მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგანაა; გალავანს ანგრევს და კივილი მთას სწვდება.
ესაია თავი 22